17 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
რამდენად შედეგიანი იქნება დიალოგის მეორე რაუნდი - ოპოზიცია დათმობაზე წასვლას მმართველი პარტიისგან ელოდება

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ ხელშესახები შედეგი ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ აქვს, თუმცა ერთი მაგიდის გარშემო დასხდომა ორივესთვის უკვე პოზიტიური შედეგია.

პროგრესის მიღწევა შეთანხმებასა და შესაძლო კომპრომისზეა დამოკიდებული. დათმობაზე წასვლას ოპოზიცია მმართველი პარტიისგან ელოდება. ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ოპოზიციის თქმით, ამ სამი ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული ახლა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარება.

ხელახალი არჩევნებია იმ პარტიების მიზანიც, ვინც ცესკოს მონაცემებით არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახეს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს ისინიც უნდობლობას უცხადებენ, გუშინ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე არ მიიწვიეს. მათი ნაწილი ამ ფაქტით განაწყენებულია, ნაწილი კი სხვა პარტიების ლიდერებს, რომლებიც დიალოგში მონაწილეობენ, ენდობიან.

მოლაპარაკებებში მონაწილე და მის მიღმა დარჩენილი პარტიების მთავარ მოთხოვნაზე, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები - საკუთარ პოზიციაზე რჩება მმართველი პარტია.
დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით დაპირიპირებული მხარეები პოზიციების შეჯერებას უკვე მეორედ ცდილობენ. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გუშინ შედგა.

შემდეგი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით არ ხმაურდება. სავარაუდოდ, ოპოზიცია და ხელისუფლება კიდევ ერთხელ ერთმანეთს უახლოეს დღეებში შეხვდებიან.

დღის ამბები