17 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ პოლიტიკური სპექტრი კრიზისის განეიტრალების მოლოდინშია

დიალოგის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ ქართული პოლიტიკური ძალები კრიზისის განეიტრალების მოლოდინში არიან. მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან კი ხელახალი არჩევნების პერსპექტივაზე საუბარი არ არის. ამ ფონზე, ოპოზიციაში დარწმუნებულნი არიან, რომ მათი სტრატეგია ახლა თუ არა, შორეულ პერსპექტივაში მაინც დააზარალებს ხელისუფლებას, როცა "ოცნება" პარლამენტში მარტო დარჩება.

ანალიტიკოსების ნაწილს ერთგვარ გონივრულ კომპრომისად, რაც შეიძლება მაგიდაზე დაიდოს და ორივე მხარემ ხელი მოაწეროს, ოქმების ხელახალი გადათვლაა. ფიქრობენ, რომ სადავო უბნები უნდა გაიხსნას და ხელახალ მეორე ტურების ჩატარებამდე არასამთავრობოებისა და საერთაშორისო მონიტორების ჩართულობით გადაითვალოს. ექსპერტები კომპრომისს ელოდებიან როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ოპოზიციონერი ლიდერებისგან. 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ“ 48%-ზე მეტი მიიღო და პარლამენტში 61 მანდატი აქვს. ასევე, "ოცნების"13-მა კანდიდატმა მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა და მეორე ტურის წინ მათ მხოლოდ 2 მანდატი აკლიათ უმრავლესობამდე. საქართველოს 150-კაციან პარლამენტში 8 ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციული სიით 59 მანდატი მოიპოვა, თუმცა მანდატებზე ოპოზიცია უარს ამბობს და პარლამენტში არ შედის. 

  

დღის ამბები