17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ცესკოს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებმა ჩალა მიიტანეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტებმა ჩალა მიიტანეს. 

აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე საათია პროტესტის გამოხატვის ნიშნად შენობასთან აღმართულ რკინის კონსტრუქციებს ქვებს ურტყამენს და ხმაურის გამოწვევას ცდილობენ.

აქტივისტების განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიტანილ ჩალას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან მათი თქმით, - " დღეს ქვეყანა ჩალით არ არის გადახურული".

აქციის მონაწილეები თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვენ.   

დღის ამბები