17 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
ცესკოში სხდომა დასრულდა - არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება

ცესკოში შემაჯამებელი ოქმების განხილვის სხდომა დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ  გაირკვა, რომ არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს შედგება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე საოლქო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საჩივრები არ დააკმაყოფილა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ოპოზიციურ პარტიებსა და საია-ს ერთი დღე აქვთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.

დღის ამბები