რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, გაერთიანებული ოპოზიციის "ენმ - ძალა ერთობაშია" წევრი თამარ კორძაია "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ 24 საათის განმავლობაში აპირებს ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
"საარჩევნო პროცედურებს აქვს განსაკუთრებული ვადები. ერთ დღიანი ორ დღიანი და ა.შ დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის ორ დღიანი გასაჩივრების ვადა გვაქვს, მაგრამ მასშტაბი იმდენად დიდია, ძალიან რთულია ეს მოასწრო. 24 საათიანი რეჟიმის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას.
ამ დროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ არ განიხილონ საერთოდ. შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების უფლება გვაქვს ჩვენ კანონით -აღნიშნა თამარ კორძაიამ.