ცესკოში მომხდარ დაპირისპირებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს განახორციელებს - ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა. ასევე, ცნობილი ხდება არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღიც, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება.
"ვფიქრობ დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სხდომა გაიმართა საარჩევნო ადმინისტრაციაში. ცესკომ მოუსმინა ყველა სუბიექტს, მათ შორის, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას საჩივრებთან დაკავშირებით და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი სხდომა მიმდინარეობდა კანონის პროცედურების სრული დაცვით, თუმცა ადგილი ჰქონდა არა მარტო საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, არამედ გარკვეულ წილად მუქარის შემცველ განცხადებებს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური საარჩევნო კომისია ახორციელებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს და ის ამას განახორციელებს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებების ფარგლებში.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს საარჩევნო ადმინისტრაციამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის სხდომაზე დანიშნა მეორე ტურები და ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, ამა წლის 21 ნოემბერს," - აღინიშნა ცესკოს მიერ გამართულ ბრიფინგზე.