"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ხმის გადათვლა ვერ გამოააშკარავებს ისეთ დარღვევებს, რომელსაც არჩევნების დღეს ჰქონდა ადგილი. მათ შორის, თარხნიშვილის თქმით, ე.წ. კარუსელი, ასევე ხმების ყიდვა და ა.შ.
"აქ ორი, პირველი ის რომ რამდენად გამოაჩენს ხმების გადათვლა იმ გაყალბებს სრულად, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის 31 ოქტომბერს. ევროპული საქართველოს პოზიცია და პირადად ჩემი პოზიცია არის ამასთან დაკავშირებით ის რომ სამწუხაროდ, გადათვლა ვერ გამოაჩენს ისეთ დარღვევებს, როგორიც არის ხმის ყიდვა, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ე.წ. კარუსელი. ეს ყველაფერი უკვე ყუთშია და შესაბამისად, ყუთიდან ამის გადათვლა დაამტკიცებს იმას, რომ ეს, ასე არის," - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.
მისი თქმით, შექმნილი ვითარება შეიძლება მხოლოდ ერთადერთი გზით გამოსწორდეს და ხელახალი არჩევნებია.
"ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ეს შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ ხელახალი არჩევნებით, გამომდინარე იქიდან, რომ საჩივრები, რომელიც ეხებოდა ამ დარღვევებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ან საერთოდ არ მიიღეს, ან არ განიხილეს, ან არ დააკმაყოფილეს. მე ვგულისხმობ არჩევნების დღეს. შესაბამისად, ეს დარღვევები მოხდა და ამის გამოსწორება არის შეუძლებელი. მაგრამ ამის მიღმა, არის ე.წ. ოქმების გადაკეთება, ბიულეტენების მოპარვა,“ - განაცხდა ლევან თარხნიშვილმა.