"ღამის კურიერის" წამყვანმა ლევან თარხნიშვილს 2008 წლის არჩევნები შეახსენა და ჰკითხა, ჰგავს თუ არა 2020 წლის და 2008 წლის არჩევნები ერთმანეთს.
ჟურნალისტმა ლევან თარხნიშვილს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაწერილი 2008 წლის არჩევნების შეფასებიდან ამონარიდი წაუკითხა:
"ცესკო არ მოქმედება, როგორც კოლეგიური ორგანო, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ცესკოს წევრები სადაო საკითხებთან დაკავშირებით დამოუკიდებლად ვერ მოქმედებდნენ და გადაწყვეტილებებზე ხმას პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იღებდნენ"- ასეთი შეფასება გაკეთდა არჩევნებზე მაშინ, როდესაც თქვენ იყავით ცესკოს თავმჯდომარე 2008 წელს, იგივე განმეორდა მაშინაც, რაც ახლა მოხდა?
"ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი პასუხობს, რომ 2008 წელსაც იყო პრობლემები, რაც მაშინდელ ანგარიშში ჩაიწერა.
"ჩემზე პოლიტიკური ზეწოლა არ ყოფილა, მე ვაკეთებდი მაშინ იმას, რასაც ვთვლიდი სწორად. შეიძლება არასწორად ვთვლიდი, ან შეიძლება ვთვლიდი პარტიული ხაზის მიხედვით, მაგრამ ზეწოლა არ ყოფილა და ამას ვერ დავადასტურებ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას რაც დღევანდელ სხდომაზე ვთქვი. 2003 წლიდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალიან გრძელი გზა გაიარა იმისთვის, რომ განვითარებულიყო. ამის შედეგად 2012 წელს მივიღეთ ის რომ შესაძლებელი გახდა ისტორიული ფაქტი, როდესაც ხელისუფლება გადაირჩა არჩევნების გზით. 2020 წელს კი სამწუხაროდ, დავბრუნდით 2003 წელში,"- აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.