17 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
აპელირება იმაზე, თითქოს დისბალანსს ჰქონდა ტოტალური ხასიათი, არ არის სწორი - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში უბნებზე დისბალანსის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისბალანსს არ ჰქონია ტოტალური ხასიათი და ამაზე აპელირება სწორი არ არის.

"ბიულეტენები გაჰქონდათ მათ აქტივისტებს უბნებიდან, რაც იწვევდა უბნებზე დისბალანსს. დისბალანსის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ეს იყო. 

უბნები, სადაც დისბალანსი იყო, არ აღემატება მნიშვნელოვნად იმ რაოდენობას, რომელიც წინა არჩევნებზე იყო. შესაბამისად, აპელირება იმაზე, თითქოს დისბალანსს ჰქონდა ტოტალური ხასიათი, არ არის სწორი,"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები