18 აპრილი 2024,   17:49
ვრცლად
გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ოპოზიციური ის პარტიები, რომლებიც არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში, უკვე მეორე ტურისთვის ემზადებიან. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს, ერთ-ერთი პოზიტიური და მნიშვნელოვანი გარემოება არის.

"ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები, ის პარტიები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის, მათ შტაბებში არის აქტიური სამზადისი, მოხდა გარკვეული სარეკლამო მასალების განახლება და რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური და მნიშვნელოვანი გარემოება.

მე არ მინდა, რომ გუშინდელი შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითხებზე კონკრეტიკა შემოვიტანო, ვინაიდან ჩვენ ყველამ პირობა დავდეთ, რომ შეთანხმებამდე არ გავასაჯაროებთ იმ საკითხებს, რაზეც იყო მსჯელობა.

მე ვფიქრობ, ამ საზოგადოებას არ სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც თავისი პირობის დაცვა არ შეუძლია და რომელიც თავის სიტყვას გატეხავს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები