"ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ იმედი აქვს ოპოზიციასთან დიალოგი პოლიტიკურ მაგიდასთან არ დასრულდება და მეათე მოწვევის პარლამენტში გაგრძელდება.
"არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს დიალოგი დასრულდება პოლიტიკურ მაგიდასთან და იმედი მაქვს, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება მეათე მოწვევის პარლამენტში.
ჩვენ მოგვიწევს პოლიტიკურ დიალოგზე დაფუძნებული კულტურის დაფუძნება და მეტი თანამშრომლობა. გამოწვევები, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს მოითხოვს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას.
არის საკითხები, სადაც პოლიტიკურ პარტიებს უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის "კოვიდ 19", ეს არის საქართველოს გეოსტრატეგიული ინტერესები,"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.