ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს. მელია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და პროცესში თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურა იყო ჩართული.
"არ არსებობს შანსი ამ რეჟიმის გადარჩენის, არ არსებობს ამ რეჟიმის წინაშე თავის დახრის, მუხლის მოდრეკის და თვალების დახუჭვის. მთავარი ბრძოლა არის ახლა, ახლა შედის ბრძოლა მთავარ ეშხში. დასაწყისი არავის არ ემახსოვრება, ისტორიას ემახსოვრება ბოლო, როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა. ახლა ხელისუფლება და რეჟიმი ცდილობს დააჩქაროს პროცესი, ცესკოსი, სასამართლოში, ყველა ინსტიტუტში მისთვის სასარგებლო შედეგის გასაფორმებლად.- განაცხადა ნიკა მელიამ.
მელია ამბობს, რომ ხელისუფლება ოდნავ მაინც დარწმუნებული რომ იყოს იმაში, რომ არჩევნები არ გაყალბდა, ისინი არ დასხდებოდნენ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან.
"უახლოეს პერიოდში ჩვენ დავრწმუნებდით, რაზე წამომსვლელები არიან რეჟიმის წარმომადგენლები. ამაში დარწმუნდება მთელი მსოფლიო, ამათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მათ შორის ჩვენი ელჩები საქართველოში. მაგრამ ერთი რამ ძალიან მკაფიოდ ვიცოდეთ ყველამ - თუკი რეჟიმს რამეს ეშინია და ცახცახებს, ეს არის რუსთაველის გამზირი და ეს არის ხალხი....
ერთ მშვენიერ დღეს, ეს გამზირი და თავისუფლების მოედანი როდესაც გაივსება პატრიოტი ადამიანებით, აღარ დაიშლება, სანამ ეს ადამიანები რეჟიმიდან არ წამოვლენ და სახლებში არ წავლენ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.