საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს ტრიბუნიდან მიმართა. შალვა ნათელაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან მალე არაფერი არ დარჩება და საქართველო გამარჯვებული იქნება.
"ალბათ 30 წლის უკან, როდესაც აქ სულ განათლებული ზვიადი და მერაბი ატარებდნენ მიტინგებს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე ქართველ ხალხს მოუწევდა არა გარე, არამედ შიდა დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ისეთი მუხტია აი ამ ადგილას და რაც მთავარია თქვენს დაუმორჩილებელ გულებში, რომ ვერანაირი შიდა და გარე დამპყრობელი ვერ გაგვიწევს წინააღმდეგობას სანამ აი ასე ერთად ვიქნებით ხალხო.
ჩვენ შეიძლება ერთადერთი პოზიტივი, დადებითი დავუფასოთ ბიძინა ივანიშვილს - გაუერთიანებელი პარტიები ერთად შეგვყარა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.