"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას კი არ გადააყენებენ, არამედ გააძევებენ.
"ქალბატონი ჟვანია, რომლის ხელითაც გაყალბდა და გაფორმდა გაყალბებული, არშემდგარი არჩევნები, ბედავს და ამბობს, არ გაიშვას თქვენი გადაყენებული თამარ ჟვანიაო. ჩვენ მას კი არ გადავაყენებთ, ჩვენ მას გავაძევებთ და გავაძევებთ იქ, სადაც არის ერის მოღალატეების ადგილი,"-განაცხადა ნიკა მელიამ.