17 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
მესამე რაუნდზე როცა გვექნება მოლაპარაკებები ველოდები თქვენგან ადეკვატურ პასუხს - გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას მიმართა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირიდან ხელისუფლებას მიმართა გონს მოეგონ და მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან წაყენებულ მოთხოვნებზე პასუხი გასცენ. 

"ამ ხალხთან ერთად მინდა მოგმართოთ თქვენ - მოეგეთ გონს და მესამე რაუნდზე როცა გვექნება მოლაპარაკებები, ველოდები თქვენგან ადეკვატურ პასუხს ხალხისთვის, პირველ რიგში. მოგვეცით პასუხი იმ მოთხოვნებზე, რასაც ვითხოვთ ჩვენ და გაეცით პასუხი ხალხს იმისათვის, რომ დავამთავროთ ეს უბედური დაპირისპირება ქვეყანაში, ყველას მოგვბეზრდა.

იმ დღეს ადამიანი მაჩერებდა ქუჩაში, უბრალოდ აღარ შემიძლიაო გიორგი, მეუბნება, ალბათ ყველა ასე ვართ. ამ უსამართლობას რომ ვუყურებ, ამის შემყურე ალბათ ყველას გვგონია, რომ აღარ შეგვიძლია, მაგრამ მე ერთ რამეს გთხოვთ, ცოტაც გავუძლოთ, გადამწყვეტი ბრძოლაა ახლა და აუცილებლად გავიმარჯვებთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები