17 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ვიბრძოლებთ ბოლომდე, არცერთი ლიდერი არ და ვერ გაიყიდება - ნინო ბურჯანაძე

პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძე, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიციის არცერთი ლიდერი არ გაიყიდება, რადგან მათ გვერდით ხალხი დგას. 

"ჩვენ არ ვართ მონები და არ დავემორჩილებით ერთი მდიდარი კაცის მიერ დაწესებულ წესებს. ვიბრძოლებთ ბოლომდე, არცერთი ლიდერი არ და ვერ გაიყიდება, იმიტომ რომ თქვენ, ხალხი დგახართ ჩვენ გვერდით ძალიან მყარად,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. ლიდერების მოთხოვნა კვლავ უცვლელია და ისინი  ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოთხოვნით, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მეორედ შეიკრიბნენ. 

დღის ამბები