17 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
ისეთი არჩევნები გვინდა, სადაც მეორე დღეს დამარცხებული იტყვის, რომ დამარცხდა და გამარჯვებულს მოულოცავს - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ქვეყანას ისეთი სამართლიანი და ობიექტური არჩევნები სჭირდება სადაც დამარცხებული გულწრფელად აღიარებს დამარცხებას და გამარჯვებულს მიულოცავს.

"ჩვენმა შვილებმა არ იციან, როგორი იყო უშუქო საქართველო და ახლა თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში არჩევნები ტარდებოდეს პატიოსნად და არჩევნების მეორე, მესამე დღეს არ გვჭირდებოდეს ქუჩაში გამოვარდნა. ჩვენ ისეთი არჩევნები გვინდა, სადაც მეორე დღეს დამარცხებული იტყვის, რომ დამარცხდა და გამარჯვებულს მოულოცავს, გამარჯვებული გამოვა და გაამხნევებს დამარცხებულს და იტყვის, რომ მოდი ერთად გადავახვიოთ ხელი და უკეთესი საქართველოსთვის ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ. ასეთი საქართველო გვინდა, პატიოსანი არჩევნები გვინდა საქართველოში და მინდა რომ ჩვენმა შვილებმა, ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყონ თავად ცნება არჩევნების გაყალბების,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები