"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა, ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და მანამ, სანამ სისტემა არ დაინგრევა.
"ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ეს სისტემა უნდა დაინგრეს. სისტემა, რომელიც ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული. ერთხელ და სამუდამოდ კი, უნდა მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ხალხის სამსახურში იქნება. მე ამაყი ვარ, რომ ოპოზიცია ასე ერთიანად დგას, არ მახსოვს ასეთი ერთიანი ოპოზიცია, ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენგან გვაქვს მანდატი ხალხო, ეს თქვენი მანდატია და ჩვენ თქვენი სახელით ვიბრძვით. გამარჯვების დღე მალე დადგება, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. ლიდერების მოთხოვნა კვლავ უცვლელია და ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოთხოვნით, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მეორედ შეიკრიბნენ.