"ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება, აცხადებს, რომ ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოვიდეს. მისი თქმით, რაც უფრო მალე მიხვდება ხელისუფლება რომ ოპოზიციის მოთხოვნები შესრულდეს, მით უკეთესია მათთვის.
"ჩვენ ძალიან თანმიმდევრული პოზიცია გვაქვს, ჩვენ გვინდა გამოსავალი ამ კრიზისიდან, ოღონდ ეს გამოსავალი უნდა იყოს არა ბიძინასთვის, არამედ ქვეყნისთვის და ეს პოზიციები დევს მაგიდაზე. რაც უფრო მალე მიხვდებიან, რომ მათთვისაც გამოსავალია ახლა რეალურად ახალი არჩევნების დანიშვნა ახალი წესით და პოლიტპატიმრების გამოშვება, მით უკეთესი მათთვის, იმიტომ რომ შეუძლებელია ერთპარტიული პარლამენტით შეძლონ, ქვეყანა მართონ და გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რაც არის. მათ ლეგიტიმაცია აღარ აქვთ უბრალოდ. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებების პროცესს, ვაგრძელებთ პროტესტს და ჯერი არის ახლა ქართულ ოცნებაზე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.