17 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ოპოზიციამ დაარღვია კონფიდენციალობის შეთანხმება და გამოსვლისთანავე ისაუბრეს იმ შეთავაზებაზე რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა - კახა კალაძე 

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განაცხადებით, იმის მიუხედავად რომ, მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ არ უნდა გახმოვანებულიყო შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციამ ყველა შეთავაზებაზე საჯაროდ ისაუბრეს და დაარღვიეს კონფიდენციალობის შეთანხმება. 

"მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება იყო დადებული შეხვედრაზე, რომ ის საუბარი რჩებოდა იქვე და არ უნდა გაჟღერებულიყო, დღეს კონკრეტული ოპოზიციის ლიდერები გამოვიდნენ და, ფაქტობრივად, ისაუბრეს იმ შეთავაზებაზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა. ჩვენ შევთავაზეთ გადაგვეთვალა ის კონკრეტული უბნები, სადაც ისინი სვამდნენ კითხვის ნიშნებს, აქ საუბარია 1500 უბანზე. როცა ისინი საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე, აქ ვართ ყველანი, არასამთავრობოები, კონკრეტული პარტიები, მივიდეთ, გავხსნათ ეს კონკრეტული უბნები, დავთვალოთ მათთან ერთად და, ცხადია, მარტივად გამოჩნდება ყველაფერი.

მათი მიზანი, როგორც ჩანს, დღევანდელი გადმოსახედიდან, არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი წავლენ მოლაპარაკებებზე, მიიღწევა შეთანხმება, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში დამარცხდებიან, მათ არანაირი შანსი არ აქვთ და არც ზედმეტი თანხის დახარჯვა უნდათ და არც უნდათ დამატებით თავი შეირცხვინონ,"-განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები