17 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა მეორე ტურის მნიშვნელობას, ეს მკაფიო გზავნილია ოპოზიციისთვის - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

მისი თქმით, ეს გზავნილი, პირველ რიგში, ოპოზიციისკენ არის მიმართული. 

"ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთი ცალსახა შეფასება გაკეთდა საქართველოში ჩატარებულ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა საქართველოში გასამართი არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას, რომლითაც დარჩენილი მაჟორიტარული მანდატები უნდა გადანაწილდეს. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია პროცესი კვლავაც კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში გაიმართოს. ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში, ოპოზიციისთვის, რომ ისინი უნდა მოემზადონ მეორე ტურისთვის, პროცესი გადაიტანონ კონსტრუქციულ რეჟიმში, უარი თქვან რადიკალურ დღის წესრიგზე და პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან.

ბრიფინგზე, ასევე, საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორების მნიშვნელობაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებაზე ხაზგასმა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ უმაღლესი დონის ურთიერთობაზე, რომელიც ორ ქვეყანაშ შორის არსებობს და კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, რამდენად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს საქართველოს აშშ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

 

დღის ამბები