აქცია პარლამენტთან დღეს დასრულდა, მაგრამ პროტესტი გრძელდება - ოპოზიცია მომხრეებს მშვიდობიანი შეკრებისთვის რამდენიმე დღეში ისევ ეპატიჟება, 17 ნოემბერს თბილისში ამერიკის სახელმწიფო მდივანს მომიტინგეები ქუჩის პროტესტით დახვდებიან. ლიდერებმა საერთო ჯამში, უახლოეს დღეებში სამი საპროტესტო აქცია დააანონსეს.
აქცია გაიმართება მაშინ, როდესაც საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. შემდეგი აქცია უკვე გაიმართება მეორე ტურებისას, 21 ნოემბერს. ასევე აქცია გაიმართება 4 დეკემბერს, როდესც საქართველოს პარლამენტში მეათე მოწვევის პარლამენტის უნდა შეიკრიბოს.