17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" ცესკოს გადაწყვეტილება შემაჯამებელი ოქმების შედგენის შესახებ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა

"ევროპული საქართველოს" წევრებმა ცესკოს გუშინდელი გადაწყვეტილება შემაჯამებელი ოქმების შედგენის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

პარტია ასაჩივრებს იმ ოქმებს, რომელიც ცესკომ, მათივე თქმით, საერთოდ არ განიხილა.

"სამართლებრივად რა თქმა უნდა ნონსენსია, როდესაც სასამართლოში გასაჩივრების ვადა საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ჯერ არ გასულა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე შეაჯამა შედეგები, მაშინ რაღაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ და მიღებულმა გადაწყვეტილებამ როგორ შეიძლება ასახვა ჰპოვოს უკვე შეჯამებულ ცესკოს გადაწყვეტილებაში და სარჩელების დიდი ნაწილი დატოვა განუხილველი.

ჩვენ ამას ახლა გავასაჩივრებთ სასამართლოში, რა თქმა უნდა სასამართლოს იმედის ქონა, რომელიც ფეხებზე დაიკიდა ცესკომ, დემონსტრაციულად ნამდვილად არ შეიძლება. არანაირი მოლოდინი, რომ სასამართლოში მოკალათებული მარიონეტების მხრიდან იქნება რაიმე ტიპის სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი
ირაკლი აბესაძე.

დღის ამბები