17 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
მოთხოვნები მოლაპარაკების მაგიდასთან და ქუჩაშიც უცვლელი დარჩა - ოპოზიცია მომდევნო აქციას მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად გამართავს

ყველა ერთის წინააღმდეგ - ამ გზავნილით აქციის მონაწილეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე კიდევ ერთხელ დღეს, სამ საათზე შეიკრიბნენ და 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. რუსთაველის გამზირზე მყოფ მომიტინგეებს პოლიტიკური ლიდერებიდან პირველმა ნიკა მელიამ მიმართა. 

"ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ. "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა კი გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციაზე პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს. სიტყვით გამოსვლაში გიგი უგულავამ ისაუბრა ოპოზიციის ბრძოლის სამოქმედო გეგმაზეც, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაგრძელდება და კულმინაცია იქნება მაშინ, როცა მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება.

თითქმის ყველა გამომსვლელი დღევანდელ აქციაზე საუბრობდა იმ პოლიტიკურ დიალოგზე, რომელიც ელჩების ჩართულობით მიმდინარეობს. ლიდერებმა თქვეს, რომ მათ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბრძოლის ყველა გზა გადაუჭრა, შესაბამისად, უარს ამბობენ ხელახალ გადათვლაზე და საკუთარი მოთხოვნის ერთგულები რჩებიან - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

 

 

დღის ამბები