17 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
მაიკ პომპეო ოპოზიციას არ შეხვდება - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ოფიციალური პირების გარდა შეხვედრას მესამე სექტორთან აპირებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტამდე სამი დღით ადრე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში მისი პოლიტიკური ტურნეს დეტალები განიხილეს. თბილისში შეხვედრებისას ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო უწყების პირველი პირის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნებია - მეორე ტურისა და საარჩევნო პროცესის როლით ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებაში.

დღევანდელი განცხადებით გაირკვა, რომ მაიკ პომპეო ოფიციალური პირების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდება. ამასთან, ოპოზიციასთან მიმართებით დღის წესრიგი არ შეცვლილა - სახელმწიფო მდივანი მმართველი გუნდის ოპონენტებს არ ხვდება.

რას ეტყვის სტრატეგიულ პარტნიორს ტრამპის სახელმწიფო მდივანი, დეტალები რამდენიმე დღეში გაირკვევა. მაიკ პომპეო ტურნეს ფარგლებში საქართველოში 17-18 ნოემბერს დარჩება. აშშ-ს საგარეო უწყების პირველმა პირმა ხანგრძლივი ტურნე უკვე დაიწყო. 

დღის ამბები