პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ არანაირი რევოლუციური და კანონსაწინააღმდეგო აქცია არ იგეგმება. მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, თუმცა კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში.
"არანაირი რევოლუცია, არანაირი კანონსაწინააღმდეგო აქცია არ იქნება, გარანტიას გაძლევთ, მაგრამ პროტესტი გაგრძელდება კანონის ფარგლებში, კონსტიტუციის ფარგლებში, ეს არის პრინციპული საკითხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოსთვის პრინციპული საკითხი. თუ ეს საკითხი არ გადაწყდა ამ ქვეყანაში, არც ეკონომიკას, არც დემოგრაფიას, არც განათლებას, არ ჯანმრთელობას, არც ლარის კურსს და არც ქვეყნის პოზიციონირებას და მის გამოკვეთას რეგიონში, რომლის მდგომარეობა სრულიად დავკარგეთ ქართლი ოცნების პირობებში.
ჩვენი ერი არის გახლეჩილი, ჩვენ გვჭირდება გაერთიანება და ვერ გაერთიანდები ტყუილში და ერთიანობა და ქვეყნის მშენებლობა იწყება როცა გაქვს ბაზა და ეს ბაზა უნდა იყოს სამართალი და რაც ყველაზე მთავარია სამართლიანი სასამართლო უნდა იყოს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.