27 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
როცა ოპოზიცია ამბობს, რომ არ უნდათ უბნების გადათვლა, ამით ისინი იშიფრებიან - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და მათ რეალურად მოლაპარაკებები არ სურთ, ამით კი კონსესუსი ვერ მიიღწევა.

მისივე თქმით, როდესაც ოპოზიცია უბნების გადათვლაზე უარს ამბობს - ისინი ამ პოზიციით "იშიფრებიან". 

"როცა ისინი ამბობენ, რომ არ უნდათ უბნების გადათვლა, აქ უკვე ყველაფერი ნათელია. ამით ისინი იშიფრებიან იმაში, რომ არ ახმოვანებენ სწორ ინფორმაციას. მათ ჩვენი წარმომადგენელი სთავაზობს, რომ ყველა ჩანაწერი მათ შორის, თითო 20 საათიანი და განვიხილოთ. ე.წ კარუსელებზე საუბრობენ, ერთი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა მარნეულში, სადაც გადაითვალა მონაცემები და იქაც არ იყო არცერთი დარღვევა. დასკვნა არის ის, რომ ისინი გვიყენებენ ულტიმატუმს და მათ არ სურთ რეალურად მოლაპარაკება, ამით კი კონსესუსი ვერ მიიღწევა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები