საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, პარლამენტში მარტო "ქართული ოცნების" ყოფნა კომფორტული არ იქნება. მამუკა მდინარაძის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან, შეეცდეიან დაარწმუნონ პარტიები, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" გავლენიდან გამოვიდნენ.
"არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ერთი პარტიისთვის არ იქნება კომფორტული მარტო პარლამენტში ყოფნა. ჩვენ შევეცდებით, დავარწმუნოთ ეს ხალხი, რომ განსაკუთრებით სხვა პარტიები, "ნაცმოძრაობას" და ბოკერიას პარტიას შეიძლება ვერ გააგებინო, მაგრამ ყველა სხვას, მე აქედანვე მოვუწოდებდი, რომ ისინი უნდა გამოვიდნენ მათი ბულინგიდან, უნდა გამოვიდნენ მათი ნარატივიდან, დღის წესრიგიდან, იმიტომ, რომ ამ ხალხს, ე.წ. "ევროპული საქართველო“ 4 მანდატით შევიდა და მათთვის კატასტროფა, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი რადიკალურები იქნებიან. რაც შეეხება სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ვერ ეგუება იმას, რომ რევანშის დრო არ დაუდგა. რა თქმა უნდა, ეს ორი პარტია განსაკუთრებით იქნება რადიკალური და თუ სხვა პარტიები მათ ნარატივში ჩაჯდებიან, ეს მათი არჩევანია. რა თქმა უნდა, კრიზისი იქნება, მაგრამ, თუ სხვა გამოსავალი არ დარჩა, როგორც ბოლოს ვიყავით ერთი წელი მარტო, თუ რამე საყვირალი იყო სამ თვეში ერთხელ შემოვიდნენ, ყვიროდნენ და გადიოდნენ.
როდესაც ხალხმა მოგანიჭა მანდატი, რომ იყოს ეს პარლამენტი მრავალ პარტიული, რა თქმა უნდა, მარტო ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის ეს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.