17 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებები პარტიებს შორის უთანხმოების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებები, პარტიებს შორის უთანხმოების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა, რასაც პარტიების ლიდერების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. ალექსანდრე ელისაშვილმა აქციის დროს განცხადებაც გააკეთა:

"სააკაშვილი ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს, ჩვენ თავი დაგვანებოს, ნუ ურევს ყველაფერს" - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

სწორედ ამ განცხადების შემდეგ ელისაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა გააკრიტიკეს. კამათი ოპოზიციის წევრებს შორის მაშინაც მოხდა, როცა ისინი "კურიერში" პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდნენ.

დღის ამბები