ორ საათში აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყება. ტერიტორიაზე მონტაჟდება სცენა და ხმის აპარატურა. ოპოზიციის განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.
"5 საათზე ველოდებით აჭარის მოსახლეობას და მოვუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდეს, ვინც ფიქრობს რომ გაყალბებულია არჩევნები. აქციაზე პარტიის ლიდერები პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ. მთავარი მოთხოვნა რჩება, რომ თამარ ჟვანია გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი ბექა დიასამიძე.
"ყველა პარტიას აქტივის მობილიზებული გვყავს, რადგან კიდევ ერთხელ უსამართლობას ვუთხრათ უარი. 8 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ატყუებს ადამიანებს და საზოგადოება, რომელიც დღეს აქ ვიქნებით, კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ იმ საშინელ გაყალბებას, რაც იკადრა "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა,"- აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" წევრი მიშა ქავთარაძე.