17 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ელჩის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენცია დატოვა.

დიპლომატს მედიასთან კომენტარი არც შეხვედრის დასრულების შემდეგ გაუკეთებია. შესაბამისად კვლავაც უცნობია ელჩების შეხვედრის თემა და დეტალები. 

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, სადაც ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, ამ დრომდე არც მმართველი გუნდის და არც ოპოზიციის არცერთი ლიდერი არ გამოჩენილა. 

დღის ამბები