ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები აჭარის მთავრობის სახლთან არიან შეკრებილები.
მათი მთავარი მოთხოვნები უცვლელია, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა და ახალი არჩევნები.
"სახელმწიფოს ვიცავთ, როგორ შეიძლება სახელმწიფო არსებობდეს და მასში მცხოვრებ ადამიანებს, არ მიეცა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ე.ი. ყოველთვის უნდა დაწეროს ოლიგარქმა რაც მას სურს? ვერასოდეს, ქართველ ამაყ ხალხს, ამის წინააღმდეგ ბრძოლაზე ხელს ვერ აგვაღებინებენ,"- განაცხადა აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
"ეს არის სტანდარტული შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფალი საქართველოს მოქალაქეს ართმევს უმთავრესს, ხალხი გამოდის სიმართლის დასაცავად, რომ მისი დაკარგული ხმა მოიპოვოს,"- აცხადებს პარტია "ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელი, საარჩევნო ბლოკის "ენმ - ძალა ერთობაშია" წევრი მურმან დუმბაძე.
"ჩვენ დავიცავთ თითოეული მოქალაქის ხმას, ვიბრძოლებთ და აუცილებლად დავასრულებთ "რუსულ ოცნებას,"- აცხადებს გაერთიანება "იმოქმედეს" აქტივისტი ბექა მექვაბიშვილი.