ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ.
"ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვიდგებით აქ, თქვენთან ერთად. 21 ნოემბერს არის მეორე ტური, ყველა პარტია შევთანხმდით, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას. მოგიწოდებთ ყველას, თქვენც, ჩვენ აქტივს, არ მივდივართ. ჩვენი სიტყვა, რაც გითხარით და შეგპირდით, შესრულდება, არცერთი ჩვენგანი არ შედის არც პარლამენტში და არც უმაღლეს საბჭოში, ვდგავართ თქვენს გვერდით. 21 ნოემბერს მეორე ტურზე ყველას გთავაზობთ დავდგეთ საარჩევნო უბანზე, 347-ია ასეთი აჭარაში, დავდგეთ და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორი,"- მიმართავს მხარდამჭერებს ლევან ვარშალომიძე.