17 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
მზადება მესამე რაუნდისთვის - პოლიტიკურად აქტიური კვირის მოლოდინში, ოპოზიცია კონსულტაციებისთვის ისევ "ლელოს" ოფისში შეიკრიბა

პოლიტიკურად აქტიური კვირის მოლოდინში, ოპოზიცია ისევ"ლელოს" ოფისში შეიკრიბა. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე ზუსტად ერთი კვირით და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ოპოზიციონერი ლიდერები მედიასთან გეგმებზე საუბრობენ. ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ქუჩაში ამერიკის და საქართველოს დროშებით გამოსვლას გეგმავს. მათი თქმით, მდუმარე აქციის მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ არჩევნები გაყალბდა.

აქციის გამართვის პარალელურად ოპოზიცია არც იმას გამორიცხავს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციის პირადად მიწოდების შესაძლებლობა მიეცეთ. თუ შეხვედრა ვერ მოხერხდა, ლიდერები მიიჩნევენ, რომ პომპეოსთვის მათი გზავნილების გადაცემას არასამთავრობო სექტორი უზრუნველყოფს.

ოპოზიციის სამუშაო შეხვედრები, სადაც მიმდინარე თემები განიხილება, ხვალაც გაგრძელდება. პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ აქციის გარდა დღეს საუბარი გრძელვადიან გეგმებსაც შეეხო. მათი თქმით, მთავარი მიზანი მოლაპარაკებების რაუნდებზე ოპოზიციის ერთიანობით​ ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდაა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 17 ნოემბერს ეწვევა. მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელური აქციების შემდეგ, ოპოზიციის უახლოესი გეგმა კვლავ პროტესტს უკავშირდება. პარტიები საკუთარ აქტივისტებსა და მომხრეებს უშუალოდ მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს არა საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად, არამედ ქუჩაში შეკრებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები