17 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხი ოპოზიციაში უთანხმოების საბაბი კიდევ ერთხელ ხდება

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხი ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობის და  კრიტიკის მიზეზი ხდება. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს სხვა ოპოზიციური პარტიები პასუხობენ და ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ყოფილი პრეზიდენტის პერმანენტული განცხადებები დაბრუნების შესახებ და მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უნდა მოიწვიონ.

ოპოზიციის ნაწილი პირდაპირ აცხადებს, რომ მათთვის მიხეილ სააკშვილის განცხადებები არც მნიშვნელოვანია და არც აქტუალური. მათივე თქმით, პოლიტიკურ დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტი აქვთ - ხელახალი არჩევნები განახლებული ადმინისტრაციით.

ოპოზიციის შეფასებებს მიხეილ სააკაშილი მორიგი სტატუსით გამოეხმაურა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, მმართველი გუნდის ოპონენტებს მისი პერსონის შესახებ განხილვების შეწყვეტა და მთავარ საკითხზე - არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ერთიანობაზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა. ქართულ პოლიტიკურ პროცესებში სააკაშვილის ფაქტორის მნიშვნელობა მისმა თანაგუნდელებმა კიდევ ერთხელ განმარტეს.

რაც შეეხება ოპოზიციური სპექტრის სხვა აქტორებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმრავლესობა ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გადაადგილება მხოლოდ მისი პირადი საქმეა, თუმცა აცხადებენ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ყოფილი პრეზიდენტის საჭიროებას ისინი დღეს ვერ ხედავენ.

დღის ამბები