"ლელომ" ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქცია პროტესტის ნიშნად დატოვა. მოგვიანებით განცხადება პარტიის ოფისში გაკეთდა.
პარტიის ლიდერების განცხადებით, ეს არ იყო ერთი პარტიის საპროტესტო გამოსვლა, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ბანერები ჰქონდათ გამოტანილი - "მიშა ჩამოდი". ისინი ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი ფიგურა ვერ იქნება.
"ლელო საქართველოსთვის" გუნდმა დატოვა აქცია იმის გამო, რომ ეს აქცია, ერთი პარტიის აქციად იქცა. მიშა ჩამოდი შეძახილები, მიშა, მთავარი როგორც წარმომადგენელი ძალა ამ ოპოზიციური ერთობისა, არ არსებობს. ეს არის ოპოზიციური ერთობა, რომელსაც შეადგენენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები, მაგრამ ორი ძირითადი საკითხის გარშემო. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს იყოს ჩვენი მამოძრავებელი ძალა და მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ორ მთავარ მოთხოვნაზე, ოპოზიციის ერთიანობა შედგა და ჩვენ მოვახერხებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გავუშვათ სახლში, რადგან მან წაგვართვა სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე.