17 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ბათუმში ოპოზიციის აქცია დასრულდა, "დაიცავი შენი ხმა" - ეს დღეს აქციის მთავარი სლოგანი იყო

ბათუმში ოპოზიციის აქცია დასრულდა, სადაც ლიდერები და მათი მხარდამჭერები რამდენიმე საათის განმავლობაში აჭარის მთავრობის სახლთან იყვნენ შეკრებილები. პროტესტი გრძელდება აჭარის მთავრობის სახლთან გაშლილ კარვებში. "დაიცავი შენი ხმა" - ეს დღეს აქციის მთავარი სლოგანი იყო. 

"ეს აქციები ემსახურება იმას, რომ მშვიდობიანად და პრინციპულად ვდგავართ ჩვენ პოზიციაზე, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლების მოპარვას არ პატიობს ხალხი არცერთ ხელისუფალს. იმაზე დიდი თავისუფლება, ვიდრე არის არჩევანის თავისუფლება, არ არსებობს და ჩვენ ეს უფლება წაგვერთვა, ამას ვაპროტესტებთ და დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა მივა ბოლომდე, გამარჯვებით,"- აცხადებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე. 

"მიმდინარე აქცია დღეს დასრულდა, მაგრამ აქცია ზოგადად გრძელდება 24 საათიან რეჟიმში. პროტესტი გრძელდება კარვებში, ვიდრე ხელახალ არჩევნებს არ მივიღებთ. ამ ლოკალურ აქციებს, ბუნებრივია დიდი აქციები ახლავს და ერთ-ერთი დიდი აქცია, იგეგმება უახლოეს ერთ კვირაში,"- აცხადებს პარტია "ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელი, საარჩევნო ბლოკის "ენმ - ძალა ერთობაშია" წევრი მურმან დუმბაძე. 

დღის ამბები