მინდა დავამშვიდო ყველა, რომ იმ ერთიანობას, რომელიც ზეპარტიულ ამოცანას ეხმიანება არ ემუქრება არაფერი - ასე აფასებს "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე "ლელოს" წევრების პროტესტს, რომელიც გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციაზე მოხდა. "ლელოს" წევრებმა აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერის გამო დატოვეს.
"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმდენად მეორე ხარისხოვანია ის, რაც ასეთ დროს ხდება ხოლმე, რომ პირველხარისხოვანს, რასაც ჰქვია ოპოზიციის ერთიანი ინტერესი, მიუხედავად იმისა, ჩვენი პოლიტიკური გემოვნება, პოზიციონირება, შედედულებები ამა თუ იმ ლიდერთან დამოკიდებულება, სრულიად განსახვავებულია ერთმანეთისაგან. ჩვენ ამ შემთხვევაში, გვაერთიანებს ზეპარტიული ამბავი - ჩვენ მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი, როგორც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და საქართველოში შეუქცევადი დემოკრატიიზაციისთვის აუცულებელი პირობა. არ ვაპირებთ ეს ქვეყანა ჩავანბაროთ ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას". აქედან გამომდინარე, ზოგ პარტიას მოუნდა, რომ თავისი პარტიული დღის წესრიგი წამოეწია წინა პლანზე, ეს მოხდა ბათუმის აქციაზე და ჩვენს წარმომადგენლებს ჰქონდათ პროტესტი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ გუშინვე, "ლელოს" ოფისში შეიკრიბა მთელი ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მინდა დავამშვიდო ყველა, რომ იმ ერთიანობას, რომელიც ზეპარტიულ ამოცანას ეხმიანება არ ემუქრება არაფერი,"- განაცხადა "დღის კურიერში" ფიქრია ჩიხრაძემ.
მისივე განცხადებით, ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის მიუხედავად, "ლელო" 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ ე.წ სირცხვილის კორიდორებს არ შეუერთდება.
ჩიხრაძე განმარტავს, რომ ყველა პარტიას აქვს თავისი დღის წესრიგი და მოქმედებებში ყველა თვისუფალია.