"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა საკუთარ სოციალუ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც არც საკუთარ და არც სხვის ამომრჩევლებს პატივს არ სცემენ, საზოგადოების ნდობას ვერ მოიპოვებენ.
"არ ვიცი, იდეა, მოქალაქეებისთვის მეორე ტურზე სირცხვილის დერეფნების მოწყობის, ვის ეკუთვნის. მხოლოდ ვიცი, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ,"- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.