თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციას თავადაც კარგად ესმის, რომ ხელახალი არჩევნები რომც ჩატარდეს, საარჩევნო კომისიას მოკლე დროში ვერავინ შეცვლის.
"ოპოზიცია ცალსახად და იმპერატიულად მოითხოვს ორ რამეს, ერთი - ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და ჩატარდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ოპოზიციის დამოკიდებულებაა, რომ მათი ამომრჩეველი ამომრჩეველია და სხვა ამომრჩეველი ამომრჩეველი არ არის. ხშირად, მათი ამომრჩევლის არჩევანიც არ მოსწონთ, როცა მათთვის სასურველ შედეგს ვერ იღებენ და ეს მუდმივად იქნება ესე. მეორე არჩევნები რომ ჩატარდეს, თვითონაც კარგად იციან, რომ საარჩევნო კომისიას ვერავინ ვერ შეცვლის, ორ კვირაში ვერ მოიყვანს ადამიანებს საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად. ამას რომ ითხოვენ, ალბათ თვითონაც ესმით, რომ ეს არის სრულიად უტოპიური მოთხოვნა, ტექნიკურად შეუძლებელია ისე გადაამზადო საარჩევნო კომისია, რომ ხელახალი არჩევნები ჩაატაროს ორ კვირაში და ერთ თვეში.
თეორიულ დაშვებაშიც კი, ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, ძალიან ეჭვი მეპარება, მათ უკეთესი პოზიცია მოიპოვონ და პირიქით, იმ პირობებში, როდესაც ყველა სააკაშვილთან გადალაგდა, "ქართული ოცნების" შანსები კიდევ უფრო გაზრდილია და კიდევ მეტის მომპოვებელია, მაგრამ რა თქმა უნდა, მათი ამოცანა არ არის არჩევნებით მიღებული რეალობის აღიარება. მათი ამოცანა არის, რომ მანამდე იძახონ გაყალბდა, სანამ არ მოვლენ ხელისუფლებაში და ამ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ და ეს გაიაზრონ, შეეგუონ არსებულ რეალობას,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.