"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებები ე.წ. სირცხვილის კორიდორთან დაკავშირებით თავხედურს უწოდებს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, კარგია, რომ მიდგომას რამდენიმე ოპოზიციური პარტია უკვე გაემიჯნა, თუმცა ნათლად გამოიკვეთა "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ.
"არ შემიძლია არ შევეხო ე.წ. სირცხვილის კორიდორს, რომელთან დაკავშირებითაც პირდაპირ ვიტყვი, ყოველგვარი მორიდების გარეშე, რომ გაკეთდა ძალიან თავხედური განცხადებები გუშინდელი დღის განმავლობაში.
ძალიან კარგია, რომ ამ მიდგომას გაემიჯნა უკვე რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციიდან, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ეს არის განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, ხალხის მიმართ. მათ გაბედეს, მართალია რამდენიმე მათგანმა, მაგრამ მათ გაბედეს, რომ დაეანონსებინათ სირცხვილის კორიდორის და ამომრჩეველზე ზემოქმედების ამ სახის მეთოდის დაანონსება, საარჩევნო დღისათვის, მეორე ტურისათვის, რაც წარმოუდგენელია." - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.