17 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას კატეგორიულად არ ეთანხმება

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი 21 ნოემბერს, მეორე ტურის დღეს საარჩევნო უბნებთან "სირცხვილის კორიდორების" მოწყობას კატეგორიულად არ ეთანხმება. ამის შესახებ მან განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

"21 ნოემბერს, საარჩევნო უბნებთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას კატეგორიულად არ ვეთანხმები! ნებისმიერი პარტიის, მათ შორის "ოცნების" გულწრფელ მხარდამჭერებს და მათ ნებას პატივს ვცემ. მინდა, რომ ნელ ნელა, თანდათან, სიძულვილი საერთოდ გაქრეს ჩვენი პოლიტიკური სივრციდან და აქ მხოლოდ იდეების ჭიდილი იყოს. ჩემთვის არჩევნების ბინძურად ჩატარებაა მიუღებელი და არა რომელიმე მოქალაქის მიერ ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება,"-წერს ელისაშვილი.

დღის ამბები