17 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და მოუწოდებენ ოპონენტებს,  მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურებში - უმრავლესობა IRI-ის შეფასებაზე

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" შეფასებებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ანგარიშში ჩანს, რომ არჩევნები დემოკრატიულ და მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. თუმცა, იყო გარკვეული გადაცდომები და დარღვევებიც, რომელიც შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს.

"IRI-ის შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ოქმების დიდი რაოდენობა, 900-ზე მეტი ოქმია, სადაც დისბალანსია აღმოჩენილი, არ არის ეს IRI-ის ნოუ ჰაუ. ჩვენც ვამბობთ ამას, მაგრამ ვახასიათებთ რა ციფრზე გავდივართ. დარღვევა, გადაცდომა არის აღიარებული, მათ შორის ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, თუმცა რაოდენობამ არ შეიძლება განაპირობოს არჩევნების შედეგების ცვლილება,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ არც IRI-ის და არც ერთ საერთაშორისო პარტნიორსა და დამკვირვებელს, ეჭვქვეშ რა დაუყენებია არჩევნების შედეგები.

"აღნიშნულია ამ ანგარიშში, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, აღიარებულია მისი შედეგები და ისინი მოუწოდებენ ჩვენს ოპონენტებს, გადადგან ნაბიჯები და მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურებში. რა თქმა უნდა, ჩვენ აქამდეც აღვნიშნავდით, რომ იყო რიგი ტექნიკური ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ახლაც მიდის მუშაობა, რათა მეორე ტურებში ეს საკითხები იქნას აღმოფხვრილი,“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. 

დღის ამბები