"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ვარშალომიძის მიერ გახმაურებულ ინიციატივას სირცხვილის კორიდორის მოწყობასთან დაკავშირებით, მოწინააღმდეგე არა მხოლოდ სხვა პარტიებში, არამედ საკუთარ პარტიაშიც ჰყავს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დღეს აღნიშნეს, რომ განცხადება ამომრჩევლებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობის თაობაზე, მათთან შეუთანხმებელი იყო.
ოპოზიციის ნაწილისთვის "სირცხვილის კორიდორების" მოწყობა მისაღები აღმოჩნდა, ნაწილი კი ინიციატივას კატეგორიულად გაემიჯნა.
ამომრჩევლისთვის "სირცხვილის დერეფნების" მოწყობა მმართველი პარტიის მხრიდან ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად შეფასდა.
მეათე მოწვევის პარლამენტში არჩევნების მეორე ტურის შედეგად მოსახვედრად "ქართული ოცნების" კანდიდატებს ბრძოლა 17 მაჟორიტარულ ოლქში მოუწევთ. ოპოზიცია მეორე ტურებს ბოიკოტს უცხადებს.
ხელისუფლების ოპონენტების გეგმა, მიმდინარე კვირას 2 საპროტესტო აქციის გამართვაა: ერთი 18 ნოემბერს, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, მეორე კი, 21 ნოემბერს იგეგმება. სწორედ ამ უკანასკნელის პროტესტის ფორმაა შეუთანხმებელი პოლიტიკურ სპექტრში.