17 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
ეს არჩევნები არ არის სამართლიანი და თავისუფალი, გახსენება ცივილური ფორმით შესაძლებელია - ნინო ბურჯანაძე ე.წ სირცვილის კორიდორზე

"ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მისი პარტია ე.წ სირცხვილის კორიდორებში მონაწილეობას რომ იღებდეს, ამომრჩეველს ცივილური ფორმით, ტრანსფარანტებით აუცილებლად შეახსენებდა რომ არჩევნები გაყალებულია. 

"ეს არ არის ჩვენი აქცია, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია და მე ვთქვი, რომ ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, მე სხვა ფორმით გავაკეთებდი ამას, რომ დადგებოდა ადამიანი ყოველგვარი ხმაურისა და შეურაცხყოფის გარეშე დაიკავებდა პლაკატს ხელში - გაყალბებულია. დამუნათება ან გამოფხიზლება მენდომებოდა იმ ადამიანების, ვისაც შეიძლება ჯერ კიდევ აქვს კითხვა იმასთან დაკავშირებით, გაყალბდა თუ არა არჩევნები. 

მე არავის კონსტიტუციური უფლების შელახვას არ ვუჭერ მხარს, იმიტომ რომ თუ უნდა ადამიანს არჩევნებზე მისვლა, ის ადამიანი უნდა მივიდეს და თავისი აზრი გამოხატოს, მისი ხმაც ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ჩემი ამომრჩევლის ხმა უნდა ყოფილიყო დაცული, მაგრამ ეს არჩევნები არ არის სამართლიანი და თავისუფალი, გახსენება ცივილური ფორმით შესაძლებელია,"- განაცხადა "ღამის კურიერში ნინო ბურჯანაძემ. 

ნინო ბურჯანძის განცხადებით, ოპოზიციის ერთიანობის მიუხედავად, პარტიები საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებენ. 

"მე იმედი გამოვთქვი რომ ეს აქცია იქნება მშვიდობიანი. მე არა მაქვს უფლება იმ პარტიას ვუკარნახო ან სხვა პარტიას, ისევე როგორც სხვებს არ აქვთ უფლება ჩემი დღის წესრიგი მიკარნახონ. მე თუ გადავწყვეტ, რომ ხვალ რაღაც ღონისძიება უნდა ჩავატარო, ვინმეს ამის ფორმა მოეწონება თუ არა, მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები