17 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
დებატების შემოთავაზება პოლიტიკური ტრიუკია - ნუგზარ წიკლაური

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა "დღის კურიერის" ეთერში, ირაკლი კობახიძის შეთავაზებაზე დებატებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არაფრის მომცემი იქნება და ამით მმართველი გუნდი ამომრჩევლებისთვის თვალის ახვევას ცდილობს.

ნუგზარ წიკლაურმა ირაკლი კობახიძის შეთავაზება პოლიტიკურ ტრიუკად შეაფასა. 

"სწორია, როდესაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს დებატებში ხვდებიან. მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ სრული კონსესუსია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ახლა უნდა ამ პოლიტიკური ტრიუკით, თითქოს სასამართლომ კი არ უნდა გადაწყვიტოს არჩევნების ბედი, არამედ ჩვენმა დებატებმა. ამ ტრიუკით უნდათ, რომ როგორმე გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. ეს არის ნამდვილი პოლიტიკური თოჯინების სურვილი, თვალი აუხვიონ ამომრჩევლებს. ვადასტურებ იმას, რომ ეს დებატები უბრალოდ არაფრისმომცემი იქნება," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 

დღის ამბები