17 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" მერობის ქუთაისის კანდიდატი გიგა შუშანია მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის ქუთაისის კანდიდატი გიგა შუშანია მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. გიგა შუშანიამ არჩევნებიდან მოხსნის  განცხადებით საოლქო კომისიას უკვე მიმართა.

მისი თქმით, მთელმა საქართველომ იცის და ამაზე  საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიც მეტყველებს, როგორ  გაყალბდა არჩევნები, ამიტომ არ აპირებს მეორე ტურში მონაწილეობას.

ის მოუწოდებს მოქალაქეებს, ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს და აღნიშნულ ცირკში მონაწილეობა არ მიიღონ. 

დღის ამბები