"კობახიძის შეთავაზებაზე გულწფრელად მეღიმება" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის შეთავაზებას სატელევიზო დებატებზე პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი.
ჩარკვიანი ფიქრობს, რომ 8 წლიანი პაუზის შემდეგ, რაც ხელისუფლება ოპოზიციასთან დებატზე არ დამჯდარა, ირაკლი კობახიძის შეთავაზება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს უკავშირდება.
"დიდი სიამოვნებით მივიღებ და ვეტყვი, რაც მოსულა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ამას არ ექნება დებატის, ეს იქნება მონოლოგის ფორმა. სიამოვნებით ვეტყვი, მხოლოდ იმას აკეთებს, რომ მოქალაქეებს აპირისპირებს. ვეტყვი, რომ 20 ივნისიდან ის პროვოკატორობს, უსიამოვნოა პროვოკატორთან დებატი, პოლიტიკოსთან დებატი კარგია. რას მოიტანს ეს ყველაფერი? ამდენი ხანია ვიხვეწებით, რომ ვინმე მოდით ტელეეთერში და არ ჯდებიან,"- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.