17 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
მსმენია, რომ კაბინეტში უკიდია ზუგანოვის პორტრეტი - სერგი კაპანაძე ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას "დღის კურიერის" ეთერში სერგი კაპანაძე გამოეხმაურა. როგორც ცნობილია საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტინი კოქსი რუსეთის აგენტად მოიხსენია.

"ჩვენ ვნახეთ არჩევნების მერე სადამკვირვებლო მისიის 4-მა ხელმძღვანელმა ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც საუბარი ჰქონდათ თავიანთ შეფასებებზე, კოქსს რაც განასხვავებდა სხვა წარმომადგენლებისგან, მან ისაუბრა იმაზე, რომ არ იყო მიზანშეწონილი არჩევნების მერე ეგრევე აქციის დაანონსება, ეს იყო მისი მთავარი შეშფოთების საგანი, მაშინ როდესაც ყველა იურიდიული და სხვა ინსტრუმენტი არ იყო გამოყენებული და შედეგები არ იყო ბოლომდე ცნობილი. მე მისი გადასახედიდან შეიძლება გავიგო ეს რატომ თქვა. ჩვენთვის კი ნათელი იყო მაშინვე რაც მოხდა და აღმოჩნდა, რომ რასაც ვამბობდით ისე იყო.

მე არ ვიცნობ ბატონ კოქსს, მსმენია, რომ კაბინეტში უკიდია ზუგანოვის პორტრეტი, მაგრამ რამდენად კმაყოფაზეა და რუსეთისგან იღებს ხელფასს ეგ არ ვიცი და მაგ შეფასებას ვერ გავაკეთებ," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები