17 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
მე არ ვიცნობ ამ პოლიტიკოს-დამკვირვებელს, შეიძლება რამე სხვა ინფორმაციას ფლობს სააკაშვილი - თაკო ჩარკვიანი ტინი კოქსზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტინი კოქსის რუსეთის აგენტი უწოდა, ვარაუდი გამოთქვა, რომ ექსპრეზიდენტს თემასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია აქვს.

თაკო ჩარკვიანმა ისიც აღნიშნა, რომ ოპოზიცია დასავლეთის ყურადღების მიპყრობას ცდილობს. 

"ალბათ, მას აქვს ამის თქმის უფლება, მე არ ვიცნობ ამ პოლიტიკოს-დამკვირვებელს, ამიტომ მე ასე ვერ შევაფასებ. მე ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მაქვს ინფორმაცია.

ყველა გაღიზიანებულია ახლა და ასეთი ტოტალური გაყალბების პირობებში ოპოზიციასაც ნუ გაამტყუნებთ, ვითხოვთ, რომ ცოტა მეტი ყურადღება იყოს დასავლეთიდან ჩვენკენ, რადგან ძალიან ცუდი პრეცედენტი მოხდა, ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას,"-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები